ესპანეთში პაპის ვიზიტის ბიუჯეტიდან დაფინანსება არ სურთ

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/popa.png##fbimage#

მადრიდში, პაპის ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დანახარჯების გასაპროტესტებლად ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როცა პოლიცია შეეცადა მოედნის გათავისუფლებას,  პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ ბოთლების სროლა დაიწყო.
პაპი  ესპანეთს  ეკონომიკური სიძნელეების ფონზე სტუმრობს, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ მომლოცველობა თვითდაფინანსებულია.მილიონამდე მომლოცველი კათოლიკე შეიკრიბა მადრიდში მთელი მსოფლიოდან, მსოფლიო ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად, რომელსაც საფუძველი ნეტარმა იოანე პავლე მეორემ ჩაუყარა. კათოლიკე ეკლესიისთვის აღნიშნული ღონისძიება მისიის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს.

ესპანეთის ეკონომიკა უკანასკნელი წლებია, კრიზისს განიცდის. უმუშევრობის დონე ევროპაში ყველაზე მაღალი - 21%-ია. ორგანიზატორებს აკვირვებთ ღონისძიების ეკონომიკური მოტივებით კრიტიკა. ივარაუდება, რომ ის დაახლოებით 100 მილიონ ევროს მოუტანს ესპანეთს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები