დედაქალაქის თვითმმართველობა

აეროპორტსა და ვარდების მოედანს შესაძლოა სახელი შეუცვალონ

0 კომენტარი
ფოტო: timer.ge

დედაქალაქის საკრებულოში, ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე, თბილისის მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის სახელების გადარქმევაზე მსჯელობდნენ. როგორც საკრებულოს განცხადებიდან გახდა ცნობილი, ადგილობრივი თვითმმართველობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ვარდების რევოლუციის მოედნისთვის ამჟამინდელი სახელების შეცვლას აპირებს. 

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სახელწოდების ერთ-ერთ ვერსიად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მოიაზრება, ხოლო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის - ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას სახელის დარქმევა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, საკრებულოს თავმჯდომარე ხვალ, 10:30 გამართულ ბრიფინგზე გააჟღერებს", - ამბობენ საკრებულოში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები