Coming out

სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირის შემსრულებელმა განაცხადა, რომ გეია

0 კომენტარი
უენთვორთ მილერი ფოტო: www.firsthdwallpapers.com

უენთვორთ მილერი, კინომოყვარულებისთვის ცნობილი სერიალიდან "გაქცევა" (Prision Break)  სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. თუმცა საპასუხო წერილში ფესტივალის ორგანიზატორებს 41 წლის მსახიობმა მისწერა, რომ ის თავად გეია და რუსეთში ლგბტ პირების უფლებების შელახვის გამო არ ჩავა.

"დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც ადამიანი, რომელიც ნამყოფია რუსეთში და აქვს რუსული ფესვები, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი "კი"-ს, მაგრამ რადგან მე გეი ვარ, იძულებული ვარ უარი გითხრათ", - წერს მილერი.

Prision Break-ის ვარსკვლავი აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებით გეი და ლესბოსელი კაცებისა და ქალების მიმართ. ამ მისთვის ყოვლად მიუღებელ სიტუაციაში კი, სინდისი არ გაუშვებდა, იმ დღესასწაულში მიეღო მონაწილეობა, რომელიც ისეთ ქვეყანაში იმართება, სადაც "ჩემნაირ ადამიანებს სისტემატიურად ართმევენ ცხოვრების საბაზისო, ღიად სიყვარულით უფლებას", - წერს მილერი.

რუსეთის "გეი პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონმა დასავლეთში პროტესტი გამოიწვია. მრავალმა პოპულარულმა სახემ სახელმწიფოებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები