საყოველთაო ნათლობა

ილია II: გვინდა, ჩემმა ნათლულებმა ერთმანეთი სპეციალური ვებგვერდითაც გაიცნონ

0 კომენტარი

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ნათლულებმა შესაძლოა, ერთმანეთთან დაკავშირება სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეძლონ. როგორც ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას თქვა, არსებობს იდეა, რომ შეიქმნას ინტერნეტგვერდი, რომელიც ყველას ეცოდინება და სადაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ. პატრიარქის თქმით, გაჭირვების შემთხვევაში მისი ნათლულები "ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ", სხვა ნათლულების მშობლები კი, მათ დაეხმარებიან. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მისი ნათლული კიდევ 735 ბავშვი გახდება.

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა", - თქვა ილია მეორემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები