უმაღლესი განათლების შესახებ კანონი

"განსაკუთრებულად ნიჭიერთა" უგამოცდოდ ჩარიცხვის კანონპროექტი მთავრობამ დაიწუნა

0 კომენტარი
ელისო ჩაფიძე ფოტო: radiotavisupleba.ge

პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მთავრობის უარყოფითი დასკვნის შემდეგ შეაჩერა. კანონპროექტი "განსაკუთრებული ნიჭის მქონე" აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას ითვალისწინებდა. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის თქმით, მთავრობამ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა გამოაგზავნა.

„კანონპროექტს მეორე მოსმენით მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ განვიხილავდით, რადგან საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტების დამატებით გამოთხოვას. ბატონმა ივანე კიღურაძემ გაიწვია კანონპროექტი და მთავრობასთან კონსულტაციებს გააგრძელებს. კონკრეტულად თამარ სანიკიძესთან, რომელსაც არ მოსწონს აღნიშნული კანონპროექტი,“ - ამბობს ელისო ჩაფიძე.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და კანონპროექტის ინიციატორი შეთანხმდებიან, დეპუტატები კანონპროექტის განხილვას განაგრძობენ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილება "განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების" უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული. აღნიშნულს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები