გედევან ფოფხაძე

მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართის დანაშაულია.

მე მყავს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანამოაზრე. დათო ჭიჭინაძის მხრიდან აქტიურობას, ლევან კობერიძის გვერდში დგომას, ზაზა პაპუაშვილის განსაკუთრებულ პოზიციას, რუსლან პოღოსიანი ჩემი მეგობარია, ლევან გოგიჩაიშვილი, კობალაძე, გია კოპაძე, ირაკლი აბუსერიძე ჩვენთან მოიაზრებიან

ამბობს გედევან ფოფხაძე იმედის ეთერში

სოფო კილაძე

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს. ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით ამბობს სოფო კილაძე
მოკლე ბმული: