გიორგი მარგველაშვილი

პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით, რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. იმ შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, შავ პიარსაც არ დავარქმევ, პროპაგანდის ზღვაც ააზვირთეს, ახლა მათმა კანდიდატმა რა უნდა თქვას ამ ყველაფერზე. აი რომ დაასახელებენ კანდიდატს, ხო უნდა ჰკითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, "სადაც გეტყვიან, იქ დაჯდები, ხო" - ხო ვერ ეტყვის, რომ არა. მერე ეტყვიან - "დაადებ ვეტოს კანონს?" - როგორ ეტყვის, რომ არა, როცა ამის გამო ლამის სახელმწიფოს მტრად გამომაცხადეს. "უშიშროების საბჭოს დაშლაზე ხო თანახმა ხარ". ხომ ჰკითხავენ: "შენ ხასიათს გამოავლენ თუ იქნები ჭკვიანი ბიჭი ან გოგო". იმდენ რამეზე ექნება საპასუხო კანდიდატს და იმდენ რამეზე უნდა თქვას, რომ  კი, ვიქნები, ხასიათს არ გამოვავლენ, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრისას, TV25-ის ეთერში.

დავით ჭიჭინაძე

კურიოზი მართლა ის არის, რომ მარგველაშვილი გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ეგეთი პრეზიდენტის ყოლას ჯობია საერთოდ არ ჰყავდეს ქართულ ოცნებას კანდიდატი, ხალხს ნაკლებად გააღიზიანებს. პიროვნებაზეა დამოკიდებული, რის კადრების უფლებას მისცემს თავს და რის კადრების არა. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მე მახსოვს, რომ პლასტელინი ვიქნებიო. ადამიანმა საკუთარ თავს პლასტელინი არ უნდა უწოდოს. ნამდვილად კურიოზია იმიტომ, რომ პლასტელინი არ უნდა აგვერჩია

გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უპასუხა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები