გენერალი დევი ჭანკოტაძე

2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები - ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი.

კახა კალაძე

ძალიან საწყენია, რომ ყველაფერი პოლიტიზირებულია. ამ განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებ. რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები. დღეს რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დაკარგულია სოფლები, უამრავი დაღუპული ადამიანია, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. ეს არის დიდი უბედურება და სამწუხარო. აქეთ გვდებენ ბრალს ჩვენ იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ არის ის, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციას მოაწერეს ხელი. გამეორება არ მინდა, იმ შინაარსის რაც იქ წერია, სამარცხვინო.

მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები