კახა კალაძე

მერიამ კანონით დადგენილი წესით აცნობა ზაზა სარალიძეს, რომ დეკემბრის თვეში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები. წერილში პირდაპირ არის მოცემული, რომ პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია. საუბარია 15 დეკემბერზე. სხვა ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბრის ბოლო დღეებში. რადგან საუბარი იყო 15 დეკემბერზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა მერიის წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი. თანაც, მერიის პრეროგატივა არ არის ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება თუ აკრძალვა, მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია ამ საკითხზე, რომელსაც ორგანიზატორი გაითვალისწინებს თავისი სურვილიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე 11 ნოემბრის ბრიფინგზე.

კახა კალაძე

მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია, დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის

ასე უპასუხა 9 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლებმაც თქვეს, რომ დედაქალაქის მთავრობა რუსთაველის გამზირზე აქციის გაგრძელების უფლებას საახალწლო ნაძვის ხის გამო არ აძლევს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები