მამუკა ბახტაძე

ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამან არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები. როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის.

სერგი კაპანაძე

ტყუის პრემიერ-მინისტრი. 
დასკვნაში წერია:
- ერთ მხარეს ჰქონდა არასათანადო უპირატესობა
- გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსები და პარტიას და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარი 
- საზმაუ არ იყო დამოუკიდებელი და მიკერძოებული ხელისუფლებისადმი
- პოტენციური დაშინების ფაქტები
- მოსყიდვის მასშტაბი
- ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი "მიყვანა" და შემდეგ "თრექინგი", ანუ აღრიცხვა
- არაგამჭვირვალე ფინანსები და მმართველი პარტიის კანდიდატის მიერ მიღებული არაადეკვატურად დიდი დაფინანსება 
- კანონების ინტერპრეტაცია მმართველი გუნდის სასარგებლოდ 
- 700 მდე საჩივარი პროცედურულ დარღვევებზე 
- კომისიების მხრიდან საჩივრების უგულებელყოფა შინაარსის განხილვის გარეშე 
- ძალადობის ფაქტები 
- უბნის გარეთ ატმოსფერო ზემოქმედებს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე

ამ ყველაფრის მერე რა იყო პოზიტიური, ბატონო პრემიერო? კი, უბნები დროზე გაიხსნა და დაიკეტა და დათვლა სწორად მოხდა. სულ ესაა?

მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები