ეკა ბესელია

სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე. ყველაზე მეტი გაცდენა აქვს და არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში. ან აქამდე რატომ იყო??

წერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია Facebook-ში. ცნობისთვის, მან გუშინდელ სხდომაზე საუბრის საშუალება არ მისცა ოპოზიციის წევრებს და მიკროფონი გამოურთო. ამის გამო, ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სხდომა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. მისი თქმით, სურს, მუშაობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელოს.

სალომე სამადაშვილი

არა, ეხლა მაგდენი კანონები სად ვიცი, მაგალითად, საკუთარ დედას გვარი რომ უნდა გამოუცვალო ნაყაჩაღარი ქონების გადასამალად. ბესელკა რულს. როგორ მეცოდება ჩემი ქვეყანა, ბიძინას აღზევებული ლექისთვის საჯიჯგნად მიგდებული

ენმ-ის დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ოცნების" დეპუტატს ეკა ბესელიას პასუხობს, რომელმაც მას "ქვეყნისთვის საზიანო, უსაქმური და კანონების არმცოდნე" უწოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები