ზაქარია ქუცნაშვილი

დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის კამპანიას, ბევრი იუმორით ხვდებოდა ამას, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი. მე მგონი ყველა დარწმუნდება სამწუხაროდ რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ. როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში თაროები წიგნების ნაცვლად სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაშიც და ამერიკაშიც პირდაპირ აკრძალულია.

ეს განცახდება საქართველოს პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე გააკეთა.

თამაზ მეჭიაური

ეს არსება არარაობა რომ არის გასაგებია, მაგრამ ამ დონის ნაძირალა თუ იყო, არ მეგონა. ხალხი ჯერ არ დაუკრძალავთ, გამოძიება არ დამთავრებულა, კრიმინალისტები დღემდე მუშაობენ, მკვლელობის მიზეზი დადგენილი არ არის და ის უკვე ატარებს პრესკონფერენციებს, ეგ ძალად შერლოკ ჰოლმსი, ვინ მისცა მაგას საერთოდ დიპლომი. მე რომ ახლა მაგას დავაბრალო ხადას ხეობაში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი თვითონ არის, სმიტების ოჯახის მკვლელობა... რა შუაშია "კაპოტი"...

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს პასუხობს. მის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები