ირაკლი სესიაშვილი

არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვეულებრივი კორუფციის წყარო, გირჩზე გეუბნებით მაგალითად. 6500 ადამიანი, თვითონ ამბობენ 12 ათასი ადამიანიო... თოთო ცნობაში რამდენს ახდევინებენ იცით? 20-დან 100 ლარამდე. არ გაინტერესებთ ეს თემა? კორუფცია არის თუ არა გაინტერესებთ? ეს ორგანიზაცია მდიდრდება და არაკეთილსინდისიერად ავალებს წვევამდელებს უარი თქვან კონსტიტუციურ მოვალეობაზე. მოგწონთ ეს?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ტაბულასთან საუბრობს მის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით სავალდებულო სამხედო სამსახურის გადავადების უფლება ყველა რელიგიის სასულიერო პირს უუქმდება. თუმცა ძალაში რჩება კონკორდატი, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელ სასულიერო პირი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფალია.

ზურაბ ჯაფარიძე

[ირაკლი სესიაშვილს] ბიბლიურ თავისუფლებაში კორუფციააო, გითქვამთ. ბთ-ში კორუფცია ვერ იქნება by definition, რადგან ბთ-ს არ აქვს შეხება ე.წ. საბიუჯეტო თანხებთან, ანუ ხალხისთვის გადასახადების სახით წართმეულ ფულთან. სიტყვა კორუფციის მნიშვნელობა არ გესმით.

კორუფციაა როდესაც:

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საკუთარ შვილს არ უშვებს ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში და სხვების შვილებს აიძულებს პოლიციის ძალით
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილს რატომღაც აღმოაჩნდება განსაკუთრებული ინტერესი მამის მიერ თუნდაც ფორმალურად კურირებულ სფეროზე და საქმდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საკუთრებაში არსებულ ნახევარმილიონიან უძრავ ქონებას ასაღებს 15-ჯერ იაფ აქტივად
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს ერთ კონფესიას მიანიჭოს პრივილეგია საპატრიარქოს დაკვეთით
  • ის ერთი კონფესია ყოველწლიურად იღებს მილიონებს ბიუჯეტიდან, უძრავ ქონებას სახელმწიფოსგან, სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, ხშირ შემთხვევაში პოზიციონირებს როგორც ღიად პროოკუპანტი ინსტიტუცია, ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ ბედავს მოიკითხოს სად მიდის ღატაკი ხალხისთვის წართმეული ეს ფული და ქონება, და ამ დროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს სძინავს
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაქცეულია ჩვეულებრივ გესტაპოდ და ერთადერთი რითიც დაკავებულია, ოპოზიციური პარტიების თვალთვალია, თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქაც სძინავს
  • თავდაცვის სისტემაში გამომძალველობა, ‘ძედავშინა’ და ახალწვეულების ცემა/წამება, თვითმკვლელობები თითქმის ყოველდღიურობად იქცა, და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქაც სძინავს

და ა.შ.

ჰოდა, ამის პატრონს შანსი არ გაქვთ ჩვენ ბრძოლა მოგვიგოთ.

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ გირჩი კორუფციის წყაროა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები