ნუკრი ქანთარია

ამ დღეს, 1 ოქტომბერს 2012 წელს ბიძინა [ბიძინა] ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით, ეპოქალური ცვლილება მოხდა - შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი. მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი, ძირითადად, გასტუმრებული იქნა და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა. მას შეუძლია დღეს ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ მშვიდობიანად წავიდეს სახლში

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში პირველად შეიცვალა მშვიდობიანად ხელისუფლება, რაც ვარდების რევოლუციის ერთერთ მიღწევად ითვლება. უმრავლესობაში 8-წლიანი ყოფნის შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციაში გადაინაცვლა. არჩევნები ქართული ოცნების კოალიციამ მოიგო.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ბატონი [ნუკრი] ქანთარიასგან ახლა მოვისმინეთ ვრცელი ექსკურსი, როგორ მიდის მშვიდად სახლში მოქალაქე და ამაზე ჩემი კოლეგებიც იტყვიან, მაგრამ მე ერთი შეკითხვა მინდა დავაბრუნო, რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი, როგორც თქვენ ამბობთ, მშვიდად მიდის სახლში და ხვდება ცარიელი მაცივარი. იმიტომ, რომ მდგომარეობაში, რაშიც თქვენ ჩააგდეთ 10 000-ობით და 100 000-ობით მოქალაქე საქართველოში, სწორედ ამას იძლევა, რომ დღეს მოქალაქეების დიდ ნაწილს სახლში ცარიელი მაცივარი აქვს

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ქართული ოცნების დეპუტატ ნუქრი ქანთარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის (ქართული ოცნების უმრავლესობაში მოსვლის) შემდეგ "მოქალაქე კრიტიკული აზრის გამოთქმის შემდეგ სახლში მშვიდად მიდის".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები