როცა ვამბობთ, რომ ჩვენ 30 კანდიდატს ვაყენებთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვესიმპათიურება, ადამიანებზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ პარტიებზე, შეიძლება გავითვალისწინოთ. მაგალითად, მე, პირადად, ლაკას [ელენე ხოშტარია] ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და მართლა სიმპათიით ვარ. ჩვენ, ალბათ, ელენეს, კიდევ რამდენიმე შეიძლება იყოს [არ დავუყენებთ კონკურენტს]. თბილისზე არ არის საუბარი. ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია. ჯერ ჩვენ არ ვიცით. ჭორების დონეზეა. მოდი, ელენეზე გავჩერდეთ ახლა.

ამბობდა 24 ივნისს, ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველზე, გადაცემა რეაქციაში.

მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილება თვითონ ელენესთვისაც კარგია, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მოიგებს ოპოზიცია.

თქვა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ, რაც ვაკის მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე წარადგინა.
მოკლე ბმული: