2020 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკულმა კომპანია Apple-მა სმარტფონების გლობალური მწარმოებლის პირველი პოზიცია დაიკავა და სამხრეთ კორეულ Samsung-ს თითქმის 18 მილიონი გაყიდული ერთეულით გაუსწრო.
Apple-მა 79.9 მილიონი iPhone-ი გაყიდა, ხოლო Samsung-მა 62.1 მილიონი სმარტფონის გაყიდვა მოახერხა. 2019 წელთან შედარებით, Apple-ის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, Samsung-ის კი 12%-ით დაეცა.
2020 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, სმარტფონების ბაზრის 20.8%-ს Apple-ი აკონტროლებს, 16.2%-ს - Samsung-ი.
2019 წლის მეოთხე კვარტალში გლობალური გაყიდვების ლიდერი Samsung-ი იყო, რომელიც ბაზრის 17.3%-ს აკონტროლებდა.
გლობალურად მეოთხე კვარტალში 384 მილიონი ერთეული სმარტფონი გაიყიდა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 5.4%-ით დაბალი მაჩვენებელია.
ექსპერტების ვარაუდით, კომპანია Apple-ის წარმატება 5G ტექნოლოგიას უკავშირდება, მათი თქმით, მომხმარებლებს სურთ ახალი 5G სმარტფონების შეძენა და iPhone-ი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ამ ბაზარზე.