ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბოკერია: ქართველების გენოციდის საკითხის დაძვრა შესაძლებელია – მნიშვნელოვანი მორალური ვალია

ეს ამბავი [ქართველების გენოციდის ინტერაქციული მუზეუმის გახსნა] მნიშვნელოვანია ერთდროულად რამდენიმე თვალსაზრისით - ერთი არის მორალური ვალი, ხსოვნა ამ მსხვერპლის, ჩვენი დევნილი საზოგადოების, რომელსაც არა მარტო ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ, ყველა ხელისუფლებამ არასათანადო ყურადღება მიაპყრო და ეს მნიშვნელოვანი მორალური ვალია. მეორე არის ის, რომ ბოროტება, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, ახლაც გვიქმნის საფრთხეს - ჩვენს თავისუფლებას, სიცოცხლეს, უკრაინას, თავისუფალ სამყაროს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით ძალიან მყარი და მკაფიო იყოს პოზიცია ამაზე - ყველა, ვინც ამ ბოროტებას ემსახურება, პირდაპირ თუ ირიბად, უნდა იყოს გარიყული. 

მაშინ, როცა ეს უბედურება მოხდა საქართველოში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონშიც, საერთაშორისო კონიუნქტურა არ იყო მზად და ჩვენ არ ვიყავით ფორმაში, რომ ეს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე დაგვეყენებინა. საბჭოთა კავშირის საბედნიერო ნგრევის შემდეგ იმხელა უბედურება მოჰყვა რუსეთის რეაქციას ამაზე, რომ იქ ვერ მოხერხდა ამაზე ფოკუსირება. ახლა, სამწუხაროდ, ისევ ტრაგიკული მიზეზების გამო, არის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის დაძვრის - ქართველების გენოციდის ბოროტების იმპერიისა და მისი ავტორიტეტების მხრიდან. ოღონდ, ეს უნდა დავიწყოთ ჯერ ჩვენი ქვეყნის შიგნით, რომ შემდეგ შევძლოთ ამის დაყენება საერთაშორისო ასპარეზზე.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია. თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ევროპული საქართველო და აფხაზთა კრება რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებს

კომენტარები