საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: დღეს გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება – ამას სჭირდება დანახვა

როცა ამბობენ, რომ სასამართლო არაა დამოუკიდებელი და ასე შემდეგ, თქვენ როგორ წარმოგიდენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს? მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს ? ეს არის აბსურდი. ეს 300 მოსამართლე დანიშნულია ზოგი შევარდნაძის დროს, ზოგი სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, უცხოელი კოლეგების, პარტნიორების, რომ ჩვენ დაგვენიშნა ეს მოსამართლეები სამუდამოდ. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის დროს სასამართლოზე არათუ მედია არ დაიშვებოდა, არამედ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რაიმე სამართლის პოვნა. ამიტომ ეს კონტრასტი, რაც დღეს მივიღეთ, ეს საშინელი პერიოდი იყო და დღეს რეალურად ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, მედიის წინაშე, ამას მეგობრებო სჭირდება დანახვა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები