Yandex Taxi

Yandex Taxi-ის რუკის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრ. ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია

0 კომენტარი
Yandex Taxi-ის რუკაზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან მოხსენიებული ფოტო: taxi.yandex.com

რუსული კომპანია Yandex Taxi ქართულ ბაზარზე შემოვიდა, კომპანიამ მომსახურება თბილისში დაიწყო. Yandex Taxi-ის გამოძახება მობილური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი, რუკაზე კი, რომელსაც აპლიკაცია ეფუძნება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან მოხსენიებულნი. 

ამ მიზეზით Yandex Taxi-ისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა იურიდიულმა კომპანია "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურმა". კომპანია სხვა იურიდიულ ფირმებსაც მოუწოდებს, არ გაუწიონ დახმარება კომპანიას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს.

"დაგვიკავშირდა კომპანია Yandex მათთვის იურიდიული მომსახურების გასაწევად. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ ასეთ ჯერზე მოხარული ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ Yandex-ს მიერ წარმოდგენილ რუქაზე საქართველოს საერთაშირისოდ აღიარებული საზღვრები დარღვეულია, რაც იძულებულს გვხდის უარი ვთქვათ კომპანიის მიმართ მომსახურებაზე. მოვუწოდებთ ყველა ქართველ კოლეგას შემოგვიერთდეს ამ პროტესტში", - წერია კომპანიის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

კომენტარები