დღეს ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71.4 წელია. თუმცა, ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ეს რიცხვი დაახლოებით 30 იყო. მონადირე-შემგროვებელი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 32.5 წელი იყო, ბრინჯაოს ხანის ადამიანის 30 წელი, 18-ე საუკუნის ევროპაში და ამერიკაში კი 35 წელი. 1800 წელს არ არსებობდა ქვეყანა, რომლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც 40 წელზე მაღალი იქნებოდა. თუმცა, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და მეოცე საუკუნის განმავლობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ მკვეთრი და უწყვეტი ზრდა დაიწყო. 1900 წლიდან სიცოცხლის ხანგრძლივობის გლობალური საშუალო მაჩვენებელი გაორმაგდა. დღეს არცერთ ქვეყანას არ აქვს იმაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე ჰქონდა 1800 წელს ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ქვეყნებს. დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და იაპონიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს 80 წელია, სუბ-საჰარულ აფრიკაში 50 წელი. 

71.4
წელი
წყარო: www.ourworldindata.org