საქართველოს მთავრობის მეთაური ყველაზე დიდხანს ნიკა გილაური იყო. გილაური ამ თანამდებობას 1244 დღის მანძილზე იკავებდა, მეორე ადგილზე კი 1002 დღით ზურაბ ნოღაიდელია. დღეს გადამდგარი გიორგი კვირიკაშვილი ამ თანამდებობაზე 897 დღის განმავლობაში იყო. მისი წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას 763 დღის განმავლობაში იკავებდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი თანამდებობაზე 391 დღე იყო. ყველაზე ხანმოკლედ პრემიერმინისტრის თანამდებობას გრიგოლ მგალობლიშვილი იკავებდა, მისი პრემიერმინისტრობა მხოლოდ 97 დღე გაგრძელდა.

1 244
დღე
წყარო: მთავრობის ადმინისტრაცია