იაპონიის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციამ ქვეყნის სქესობრივ ცხოვრებაზე კვლევა ჩაატარა, რომელშიც 16-დან 49 წლამდე ასაკის 3 ათასი ადამიანი გამოიკითხა. კვლევაში მონაწილე დაოჯახებული პირების რეკორდულად მაღალმა ნაწილმა 47.2%-მა განაცხადა, რომ მათ სექსი არ აქვთ. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 40-50 წლამდე წყვილებშია. 2014 წელს ჩატარებული კვლევით "უსექსო" წყვილების წილი 45%-ზე იყო, 2004 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 31.9%-ზე იყო. 

47.2%
წყარო: Japan family planning association