13 ივნისს მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე ერთი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე ვერეს გადაკეტვა და ხელოვნური წყალსაცავის წარმოშობა გამოიწვია. ძლიერმა ღვარცოფულმა ნაკადმა ეს წყალსატევი გაარღვია და მყარ მასასთან ერთად მდინარის დონის აწევა და ხეობის ღვარცოფული ნაკადით დაფარვა გამოიწვია. 

1 000 000
კუბური მეტრი მყარი მასა
წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო