დედამიწის ორბიტაზე სულ 1419 ხელოვნური თანამგზავრი მოძრაობს, მათი უდიდესი ნაწილი - 813 კომერციული, სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია. სახელმწიფოთა საკუთრებაში 473 თანამგზავრია, მათი ნაწილი სადაზვერვო ფუნქციებს ასრულებს. ქვეყნებიდან (კომერციული და სახელმწიფო) ყველაზე მეტი - 576 თანამგზავრი აშშ-ს ჰყავს გაშვებული. რაც შეეხება ორბიტალურ ნაგავს (მცირე ზომის ნარჩენებს), რომლებიც რაკეტების გაშვებით დედამიწის ორბიტაზე დაგროვდა, მათი რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს.

1 419
ხელოვნური თანამგზავრი
წყარო: ucsusa.org