საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში 564 729 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან კერძო სკოლებში 55 ათასი დადის, დანარჩენები კი საჯარო სკოლებში სწავლობენ. ამ 564 729 მოსწავლეს 65 445 პედაგოგი ემსახურება, რაც ყოველ პედაგოგზე 8.6 მოსწავლეს ნიშნავს. ქვეყანაში სულ 2 321 სკოლაა, მათგან 236 კერძოა. საშუალოდ სკოლაში ბავშვთა რაოდენობა 243 მოსწავლეა, თუმცა დიდი ქალაქების სკოლებში საშუალოდ მოსწავლეთა რაოდენობა 500-ია, რეგიონების სკოლებში კი დაახლოებით 50.

564 729
მოსწავლე
წყარო: საქსტატი