საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანახმად, იემენში სამი წლის წინ ომის დაწყების შემდეგ შიმშილისგან დაახლოებით 85 000 ხუთ წლამდე ბავშვი მოკვდა. გაეროს თანახმად, იემენის რესპუბლიკაში შიმშილის რისკის წინაშეა 14 მილიონი ადამიანი. ეს რიცხვი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოალიციამ ერთი წლის წინ იემენი ერთთვიან ბლოკადაში მოაქცია. მას შემდეგ, საკვების კომერციული იმპორტი თვეში 55 000 ტონით შემცირდა, რაც საკმარისია რომ 4.4 მილიონი ადამიანის გამოკვებოს. 

85 000
ბავშვი
წყარო: www.savethechildren.org