ინტერნეტს 3.9 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც სოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია. გაეროს ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სააგენტოს თანახმად 2018 წლის მიწურულს ინტერნეტს მსოფლიოს მოსახლეობის 51.2 პროცენტი გამოიყენებს. ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ინტერნეტის მოხმარებელთა რაოდენობა 80.9 %-ია, 2005 წელს კი ეს მაჩვენებელი 51.3% იყო. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში ინტერნეტს მოსახლეობის 45.3 % იყენებს, 13 წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7.7% იყო. ყველაზე დიდი ზრდა აფრიკას აქვს, სადაც იმავე პერიოდში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2.1%-დან 24.4 %-მდე გაიზარდა. ამავე დროს, ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლების 95% ცხოვრობს რეგიონში, სადაც ხელმისაწვდომია მობილური ინტერნეტი. 3G ან უფრო მაღალი სიჩქარის მობილური ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს შეუძლია. 

3.9 მილიარდი
ადამიანი
წყარო: UN agency for information and communication technologies