აფეთქებები ანკარაში

ანკარაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა

BBC

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზე ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა. დაშავებულია 186 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტმა შემთხვევა დაგმო და ტერორისტული აქტი უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ერთი აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელდა. აფეთქებები ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ.

 

კომენტარები