ბრიტანელმა მგზავრმა თვითმფრინავის გამტაცებელთან "სელფი" გადაიღო

http://www.telegraph.co.uk/

ბრიტანელმა მგზავრმა ეგვიპტური თვითმფრინავის გამტაცებელთან ფოტო გადაიღო. ეგვიპტელი სეიფ ელდინ მუსტაფა ე.წ. შაჰიდის ქამრის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პილოტი სამგზავრო თვითმფრინავს კვიპროსის აეროპორტში არ დასვამდა. EgyptAir-ის თვითმფრინავი შიდა რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა. გამტაცებელი კვიპროსელ სამართალდამცველებს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩაბარდა, მან ყველა მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ცნობებით, გამტაცებელი თავის ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. მეორე ვერსიით კი, მისი მოთხოვნა ეგვიპტის ციხეებიდან ქალი პატიმრების გათავისუფლება იყო.

კომენტარები