ოქროს თევზი

ავსტრალიაში მკვლევრებმა ფეხბურთის ბურთის ზომის ოქროს თევზი იპოვეს

Murdoch University

დასავლეთ ავსტრალიაში, მარდოკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ფეხბურთის ბურთის ზომის ოქროს თევზი იპოვეს, რომელიც 1.9 კგ-ს იწონიდა. მათი თქმით, ჯგუფმა არაერთი ოქროს თევზი იპოვა, რომელიც ერთ კილოგრამზე მეტს იწონიდა, თუმცა ყველაზე დიდი ზომის სწორედ ეს თევზი იყო.

ოქროს თევზი მსოფლიოში გავრცელებული შინაური ცხოველია, რომელიც არც ისე დიდი ზომის იზრდება, თუმცა მკვლევრების თქმით, ისინი ზრდის სრულ პოტენციალს მხოლოდ ბუნებაში ავლენენ და ეკოსისტემაზე დიდი გავლენის მოხდენაც შეუძლიათ.

კომენტარები