დონალდ ტრამპი

აშშ-ში ტრამპის შიშველი სკულპტურები გამოჩნდა

Getty

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის რეალური ზომის შიშველი სკულპტურები სხვადასხვა ქალაქში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სიეტლში, სან ფრანცისკოსა და კლივლენდში გუშინ ერთდროულად გამოჩნდა. ავტორად თითოეულს ეწერა "ამერიკელი აქტივისტის კოლექტივი". "ეს არის ფიზიკური და მეტაფორული განსახიერება ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ამერიკელი პოლიტიკოსების საშინელი სულის", - ნათქვამია მოგვიანებით მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღის ბოლოს სკულპტურები აიღეს.

კომენტარები