ოკუპაცია

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმა მისცა

sputniknews.com

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემა ჩატარდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხრა საარჩევნო ოლქი იყო გახსნილი, ერთ-ერთ მათგანზე ხმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მისცა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით არიან რეგისტრირებულნი. მომხდარს ოფიციალური თბილისი გმობს, და მას საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას უწოდებს. 

კომენტარები