გაზპრომთან მოლაპარაკებები

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია კანცელარიასთან

ირინა კლდიაშვილი

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეებმა გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობა ქვეყნისთვის წამგებიანია და ენერგოდამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. ისინი შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ. აქცია პლატფორმა "დაიცავი თავისუფლების" ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები