აბორტი

მედიკამენტოზური აბორტი საერთაშორისო წყლებში, იურისდიქციებს მიღმა

ჰოლანდიური ორგანიზაცია "ქალები ტალღებზე" მედიკამენტოზურ აბორტს იმ ქვეყნების ქალებს სთავაზობს, სადაც აბორტი აკრძალულია. მათ ქალები გემზე გადაყავთ და საერთაშორისო წყლებში სთავაზობენ სამედიცინო სერვისს. მედიკამენტოზური, იგივე აბებით აბორტი ორსულობის საწყის ეტაპზე გამოიყენება. ჯგუფი პატარაა, ვოიაჟები ძვირი, ასევე რიგ ქვეყნებთან მიახლოებისას მათ პრობლემები არაერთხელ შექმნიათ. შესაბამისად, ორგანიზაციის სამქიანობა ლიმიტირებულია და უფრო მეტად აქტივიზმის ფორმას ატარებს. 

ორგანიზაცია დრონებსაც იყენებს ქალებისთვის აბების მისაწოდებლად.

კომენტარები