Brexit

ბენკსის პასუხი Brexit-ს - ევროკავშირის დროშა ერთით ნაკლები ვარსკვლავით

BANKSY

კედელზე შესრულებული ნახატი, სადაც მამაკაცი ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავიდან 1-ს აშორებს, როგორც გაირკვა, ბენქსის მორიგი ნამუშევარია. ილუსტრაცია ქალაქ დუვრში, კენტის საგრაფოში, კვირას დილით გამოჩნდა.  

ანონიმური არტისტი ცნობილია თავისი პოლიტიკური ხასიათის ნამუშევრებით. მისი ეს ნამუშევარი, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის მომავალ არჩევნებსა და ევროკავშირის საბოლოო დატოვებას ეხმაურება. 

ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავი სრულყოფილებისა და ერთობის სიმბოლოა. 

კომენტარები