NASA

მაიკ პენსი NASA-ში შეეხო მოწყობილობას რომელსაც აწერია "ხელი არ მოკიდოთ"

REUTERS

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი NASA-ს კენედის ცენტრში იმყოფებოდა. ვიცეპრეზიდენტმა დაათვალიერა NASA-ს ლაბორატორია, სადაც ახალი თაობის რაკეტების კომპონენტები ნახა, აღნიშნული რაკეტა 2019 წელს გაფრინდება კოსმოსში. ჟურნალისტებმა გადაიღეს ფოტო, რომელზეც ჩანს თუ როგორ მოკიდა ხელი პენსმა მოწყობილობას რომელსაც აწერია - "კოსმოსში ფრენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწყობილობა - არ შეეხოთ"

კომენტარები