თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე Live უწყების თანამშრომლის შვილმა გაუშვა

fb.com/dembo.lomidze

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე მოულოდნელად Live ჩაირთო, კადრში კი ბავშვი გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სანდრო სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილია.

"სანდრო შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს ფეისბუქ გვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხა :) სახალისო ხარვეზი - გვაპატიეთ" - დაწერა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თოლორდავამ Facebook-ზე.
 

კომენტარები