პანორამა თბილისი

პანორამა თბილისი რუსთაველზე

facebook.com/tamara.amashukeli

რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანაინვესტირების ფონდი აშენებს 220-ნომრიან სასტუმრო Autograph Collection-ს. პროექტის ღირებულება $100 მილიონი დოლარია.

პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში ამ სასტუმროდან სოლოლაკში მშენებარე სასტუმრომდე საბაგირო გაიჭიმება, რომელიც თავისუფლების მოედანს გადაუვლის. 

ამავდროულად, სოლოლაკის ქედზე შენდება $200-მილიონიანი სასტუმრო, ხოლო ბოტანიკური ბაღის თავზე, თაბორის მთაზე შენდება $60 მილიონიანი სასტუმრო თაბორი რეზორტსი. აღნიშნული პროექტები ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდება.

ივანიშვილი ამასთანავე აშენებს კიდევ ორ სასტუმროს თბილისის ისტორიულ ნაწილში, ერეკლეს მოედანზე. 

თანაინვესტირების ფონდის კიდევ ერთი პროექტი გალერია თბილისი 2017 წელს გაიხსნა. 

კომენტარები