დღის ფოტო

ახალგარემონტებულ მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი ჩამოიშალა

Facebook/ ფოტო ხელოვნება

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

თბილისის მერმა თქვა, რომ კომპანიამ, რომელმაც მეტრო ვარკეთილში სამუშაოები ჩაატარა, იმუშავა მეტრო ახმეტელის რეაბილიტაციაზეც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები