სუმო

დღის ფოტო: ტოჩინოშინი პრესკონფერენციაზე FUJI TV-ის თასის მოგების შემდეგ

სუმოს ქართველი ქომაგები

ტოჩინოშინი პრესკონფერენციაზე FUJI TV-ის თასის მოგების შემდეგ. 

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. მთლიანობაში ტოჩინოშინმა 4 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა. 

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი რამდენიმე კვირის წინ იმპერატორის თასის გამარჯვებულიც გახდა. ჩატარებული 15 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა 14-ში გაიმარჯვა, რაც ბაშოზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სუმოს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ბაშოს გამარჯვებული ევროპელი გახდა. ჰაცუ ბაშოს მოგების შემდეგ ეს ტოჩინოშინის პირველი გამარჯვებაა. 

კომენტარები