კანადის ოპოზიციური პარტიის ვალენტინობის მილოცვა - "ხალხობრიობაზე" მეტად მიყვარხარ

fb.com/cpcpcc

კანადის ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ Facebook-ის გვერდზე მხარდამჭერებს ვალენტინობა პრემიერ ტრუდოს აწ უკვე ცნობილი სიტყვის გამოყენებით მიულოცა.

"უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე მთელი ხალხობრიობა"- .აწერია კანადის პრემიერის ვალენტინობის შესაბამის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს. 

ჯასტინ ტრუდომ ერთერთ პრესკონფერენციაზე ქალს სიტყვა "კაცობრიობა" შეუსწორა და უთხრა, რომ ჯობდა მეტად "ინკლუზიური" სიტყვა,"ხალხობრიობა", გამოეყენებინა. მოგვიანებით კანადის პრემიერმა თქვა, რომ "სულელურად იხუმრა", თუმცა ინტერნეტი "ხალხობრიობით" დღემდე ერთობა.

კომენტარები