არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ ტატუნაშვილს მუხათგვერდის სასაფალოზე დაკრძალავენ

ოკუპირებულ რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე მოქალაქეები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტმა სამართალდამცავებმა არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს გადასცეს. საქართველოს ტატუნაშვილის ცხედარი მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს.

კომენტარები