დღის ფოტო

UNWOMEN-ის საქართველოს ოფისის ფოტო, რომელმაც TIFA-ს 4 ნომინაციაში მიიღო ჯილდო

UN Women/ანდრეი კოვალევი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის კამპანიის, HeForShe-ს ერთ-ერთმა ფოტომ ტოკიოს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე (TIFA) ჯილდო 4 ნომინაციაში მიიღო.

ფოტო, რომელზეც ქართველი პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და რაპირით ფარიკაობაში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა ღაღანიძე არიან აღბეჭდილები, სპორტული ღონისძიებების კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მან ღონისძიებების კატეგორიაში მეორე ადგილი დაიმსახურა, პორტრეტების კატეგორიაში კი ვერცხლისა და საპატიო ჯილდოები მიიღო.

"სოციალური კამპანიისა და ამ ფოტოს იდეის ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში გრამატიკული სქესი არ არსებობს. აქედან გაჩნდა თანასწორობისკენ მიმართული მთავარი შეტყობინებაც - "ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ?", - ამბობენ ორგანიზაციაში.

კომენტარები