17 მაისი

სასულიერო პირი დრონით - სამების ეზოში

ტაბულა

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ქაშუეთში საზეიმო წირვა ჩატარდა, რის შემდეგაც, ვარდების მოედნიდან სამებამდე აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მოეწყო.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისიც გადაიხადა.

კომენტარები