გეი პრაიდის კვირეული

ქართული დროშა ნიუ იორკის პრაიდზე [ფოტო]

David Paul Kay / Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

ნიუ იორკში გამართული პრაიდის მონაწილეები წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ქართული ლგბტქ თემის წარმომადგენლებიც იყვნენ.

გეი პრაიდი, პოზიტიური გამოვლინება დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ლგბტ ადამიანების მიმართ, აშშ-ში, ივნისში ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებასა და თანასწორუფლებიანობას. პრაიდი უპირისპირდება გავრცელებულ სტიგმას და მხარს უჭერს ლგბტ ადამიანების უფლებებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ლგბტ ქორწინება ლეგალურად 2015 წლის 26 ივნისს გამოაცხადა. სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სახელმწიფოს მხრიდან გეი ქორწინებაზე უარის თქმა. შესაბამისად, ამ დღიდან ლგბტ პირებს აქვთ კონსტიტუციური უფლება იქორწინონ მათივე სქესის ადამიანებზე. ხვალ, 26 ივნისს აშშ-ში ლგბტ ქორწინების დაკანონების 3 წლის თავი აღინიშნება.

კომენტარები