ემანუელ მაკრონი მსოფლიო თასს კოცნის. FIFA-ს მსოფლიო თასის 21-ე გათამაშების ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა. საფრანგეთმა ისტორიაში მეორედ გაიმარჯვა მსოფლიო თასის ფინალში, პირველად ეს 1998 წელს მოხდა, მაშინ ჩემპიონატი სწორედ საფრანგეთში ტარდებოდა.
ფოტოზე მაკრონი საფინალო გოლის ერთ-ერთი ავტორის, ანტუან გრიზმანის გვერდით დგას.