დღის ფოტო: პოლიცია კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მონაწილეს აკავებს

0 კომენტარი
ფოტო: მარი ნიკურაძე/OC Media

პოლიცია კანაფის ფესტივალის მონაწილეს აკავებს

ფოტოს ავტორი: მარი ნიკურაძე/OC Media

დედაენის ბაღში პოლიტიკურმა პარტია გირჩმა კანაფის ფესტივალის ჩატარება სცადა, თუმცა, დააკავეს როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე, ასევე აქციის მონაწილეები.

კანაფის ფესტივალი გირჩმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. 13 ოქტომბერს კი შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებაში განცხადებით, ეს არის დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას", - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო. ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, მათ ინტერესებს გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია იცავდა.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის აღწერის ტექსტში კი ეწერა, რომ "ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ესმით არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საპატრიარქოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაცია არ მომხდარა, უბრალოდ მოგვეჩვენა. მეტიც, კამპანია აქვთ წამოწყებული და ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას ითხოვენ, ოღონდ ჩვენ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვცენ.

სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. ეს უფლება ჩვენთვის არავის მოუნიჭებია, ის გვაქვს ბუნებრივად, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ.

სასამართლო გადაწყვეტილების ვერგაგებამ ან მის შინაარსზე შეუთანხმებლობამ არ შეიძლება ჩვენს უფლებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ამით ირღვევა სასამართლო გადაწყვეტილება.

ჩვენ კი გვინდა ვნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურ მოქმედებაში, ვფიქრობთ, სწორად გვესმის მისი შინაარსი და შეგვიძლია აღვასრულოთ კიდეც სამართლიანად.

აი, რას ვფიქრობთ გადაწყვეტილებაზე:

მივიჩნევთ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, ნიშნავს უფლებას, გაზარდო კანაფი და მოიხმარო ის (ან თუ მცენარეების მოვლა არ გიზიდავს და არც ამის პირობები გაქვს, შეიძინო ის სხვა ადამიანებისგან), ლეგალურად და ცივილურად, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში.

სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ამ ფესტივალზე - ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები