დღის ფოტო

ეკლესია სან-ფრანცისკოში, სადაც უსახლკარო ადამიანები ღამეს ათევენ

www.the-open-mind.com

სან-ფრანცისკოში ერთ-ერთმა ეკლესიამ დაახლოებით 15 წლის წინ უსახლკარო ადამიანებისთვის, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებათ, კარი გააღო.

სასულიერო პირმა ლუი ვიტალემ და აქტივისტმა შელი როდერმა "რუბიოს პროექტს" საფუძველი 2004 წელს ჩაუყარეს.

ეკლესიაში ღამეს ასობით ადამიანი ათევს, მათ შენობაში შესასვლელად ბარიერების გავლა არ სჭირდებათ.

ტაძარი ადგილობრივი მრევლისთვისაც ღიაა და მათ შეუძლიათ ის მისვლა და ლოცვა, თუმცა შენობის 2/3 "რუბიოს პროექტისთვის" არის დაჯავშნილი.

იმ ადამიანების დაახლოებით 95%, რომლებმაც პროექტით ისარგებლეს, ამბობენ, რომ აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და არ აქვთ შეგრძნება, რომ ციხეში არიან - განსხვავებით თავშესაფრებისგან.

კომენტარები