არჩევნები 2018

თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო ახალი ბილბორდი გამოჩნდა

გიორგი ტორონჯაძე

თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო ახალი ბილბორდი გამოჩნდა. 

"ირჩევ ვაშაძეს? - იღებ მერაბიშვილს, ახალაიას, სააკაშვილს, ვაშაძეს" - გვეუბნება ბილბორდი. 

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრების საწინააღმდეგო ბანერი რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა.


ფოტო: სალომე ბარკერი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს ბილბორდები კერძო სექტორმა გააკრა, თბილისის მერია კი მათ ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა. 

კომენტარები