ჰომოფობია

ნაციონალისტური ჯგუფის ჰომოფობიური პლაკატები ქართული ოცნების ოფისთან - ფოტო

ტაბულა

ქართული ოცნების მთავარ ოფისთან ნაციონალისტურმა ჯგუფებმა ჰომოფობიური პლაკატები გამოფინეს. 

მათი ავტორი ის ჯგუფია, რომელსაც გურამ ფალავანდიშვილი ლიდერობს.

პლაკატების მიხედვით, მათთვის მიუღებელია როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე მიხეილ სააკაშვილი. ბანერზე მათ ფოტოებს შორის ლგბტ დროშაა. 

ასევე დაგმობილია ტელეკომპანია იმედი, რომელიც, მათი თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზებას უჭერს მხარს და ლგბტ ადამიანებსაც იცავს. 

ჰომოფობიური მოტივით, მათთვის მიუღებელია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც

კომენტარები